იანოშ ჰერმანი: ტერაქტები მიმართული იყო ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რასაც ევროკავშირში მივყვებით

ტერაქტები მიმართული იყო ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ევროკავშირში მივყვებით, – ასე გტამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების სერიას.
იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ იმ მეტროსადგურით, სადაც აფეთქება მოხდა, თავადაც აქტიურად სარგებლობდა წლების განმავლობაში.
“რთულია, ამაზე ისაუბრო. ჩვენ – ყველანი შოკირებულები ვართ იმის გამო, რაც ბრიუსელში მოხდა. ნება მომეცით, დავამატო, რომ ის ადგილები, სადაც აფეთქებები მოხდა, ძალიან ნაცნობია ჩვენთვის. იმ მეტროსადგურს, სადაც აფეთქება მოხდა, მეც აქტიურად ვიყენებდი წლების განმავლობაში. ეს თავდასხმა მოხდა ბელგიაში, ბრიუსელში. თუმცა, ამავე დროს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის მოხდა ევროპის გულში, გეოგრაფიულად. მეორე მხრივ, ეს მოხდა იმიტომ, რომ იგი მიმართული იყო ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ევროკავშირში მივყვებით”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები