ნიშნიანიძე ტერაქტების შესახებ: მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შესახებ ისაუბრა და ბელგიელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
მისი განცხადებით, ტერაქტებმა ახლა უკვე ევროპის ცენტრში გადაინაცვლა. ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის და მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს უსაფრთხოების საკითხებზე.
„ბელგიაში ტერაქტის გამო დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, დაზარალებულებს მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო. ტერაქტებმა ახლა უკვე ევროპის ცენტრში გადაინაცვლა. ბევრია მუქარა. მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის და მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს უსაფრთხოების საკითხებზე“,- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტში გუშინ 2 აფეთქება მოხდა. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა. აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები