დავით თევზაძის პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

ახლად დაფუძნებული პარტია “საქართველო მშვიდობისთვის”, საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, – ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
პარტიამ არჩევნებში მონაწილეობისათვის განაცხადი უკვე წარადგინა, უახლოეს 2 თვეში ის ხელმოწერებსაც წარადგენს, რის შემდეგაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ოფიციალურად მოიპოვებს.
თევზაძემ არ გამორიცხა, არჩევნებში კენჭი რომელიმე სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად იყაროს. მისი განმარტებით, მიზანი საპარლამენტო მანდატების მოპოვება და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებაა, შესაბამისად, გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად იყრის კენჭს თუ სხვა ჯგუფთან ერთად, იმის მიხედვით მიიღებს, რომელი გზითაც უფრო გაუმარტივდება მიზნის მიღწევა.
„არჩევნებისთვის ვემზადებით და გავდივრთ პროცედურებს, რასაც საარჩევნო რეგისტრაცია ჰქვია. განაცხადი შევიტანეთ და 2 თვის ვადაში უნდა წარვადგინოთ იმ ადამიანების ხელმოწერები, რომლებიც არ არიან წინააღმდეგნი, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი მიზანი პარლამენტის სკამების მოპოვება და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებაა. გუნდი უკვე დაკომპლექტებულია. წინასაარჩევნო კამპანიას, სავარაუდოდ, ზაფხულის დასაწყისში დავიწყებთ. დღეს ვერ ვიტყვი, დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას თუ სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ მოვხვდეთ პარლამენტში, საბოლოოდ შევჩერდებით იმ ვარიანტზე, რომელიც უფრო მარტივად განგვახორციელებინებს ჩვენს გეგმებს“,- განაცხადა დავით თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები