ნოდარ ჯავახიშვილი საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ელჩის განსაკუთრებული დაინტერესება ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულმა პროექტებმა გამოიწვია. მისივე განცხადებით, საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული, რაც მნიშვნელოვანია, ორ ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები