გიორგი კვირიკაშვილი ბელორუსიის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიაკოვიჩს და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული მეგობრული კავშირები საუბრის მთავარი თემები იყო.
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების მუშაობას და საპარლამენტო დონეზე ორმხრივი ვიზიტების დინამიკას მიესალმება. შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელორუსიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა საქართველოში, რაც ახლო მომავალში იგეგმება. საუბრისას ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის როლს, რომლის თანათავმჯდომარეებად, ცოტა ხნის წინ, ბელორუსიისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დაინიშნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები