თინა ხიდაშელი: ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანია

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად დგომა და ერთად ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანია.
“აბსოლუტურად შეძრული და შოკირებული ვარ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტებით. დღეს ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ბოროტებას არ აქვს საზღვრები და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად დგომა და ერთად ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანია”, – ნათქვამია თინა ხიდაშელის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები