გიორგი კვირიკაშვილი ბელორუს კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად, ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილს ბელორუსმა კოლეგამ, ანდრეი კობიაკოვმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალი იყო.
მხარეებმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა განიხილეს და „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ პროცესში საქართველოსა და ბელორუსიის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები დასახეს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო რესურსებისა და სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შესახებაც ისაუბრეს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები