ბელგიის პროკურატურამ ტერორისტულ აქტებში ბრალდებული 2 პირი დააკავა (ვიდეო)

ბელგიის პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ტერორისტულ აქტებში ბრალდებული 2 პირი დააკავა, – ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ ვიდეო კადრებთან ერთად როიტერმა გაავრცელა.
ვიდეოში ნაჩვენებია ორი ადამიანის დაპატიმრება ბრიუსელში, კადრებში ჩანს რომ ერთ-ერთი ცდილობს გაიქცეს. ოპერაციას პარიზის ტერაქტის მთავარი ბრალდებულის სალაჰ აბდესლამის, დაკავება უძღოდა.
შეგახსენებთ რომ აეროპორტში დღეს 2 აფეთქება მოხდა. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა.
აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები