ნატოს გენერალური მდივანი ბრიუსელის ტერაქტებს ეხმაურება: ეს არის ლაჩრული თავდასხმა

ეს არის ლაჩრული თავდასხმა, თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და ჩვენს ღია საზოგადოებაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების გამო გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
“ჩემი ფიქრები მათთან არის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა, მათთან, ვინც დაზარალდა და ასევე, ბელგიელ ხალხთან. ამ ტრაგიკულ დღეს ჩვენ – ყველანი ჩვენს მოკავშირე ბელგიასთან ერთად ვართ. ეს არის ლაჩრული თავდასხმა, თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და ჩვენს ღია საზოგადოებაზე. ტერორიზმი დემოკრატიას ვერ დაამარცხებს და თავისუფლებას ვერ წაგვართმევს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიუსელში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ათეულობით ადამიანი კი დაჭრილია და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები