ბრიუსელში გარდაცვლილთა რაოდენობა 26- მდე გაიზარდა

ბრიუსელში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ათეულობით ადამიანი კი დაჭრილია და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრიუსელში საგანგებო მდგომარეობაა და უსაფრთხოების ზომები ყველა საზოგადოებრივ ადგილში გამკაცრებულია.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტში დღეს 2 აფეთქება მოხდა. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა. აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები