საშინელებაა ის, რაც ახლა ბრიუსელში ხდება – რას წერს ბელგიის დედაქალაქში მყოფი გუგული მაღრაძე

საშინელებაა ის, რაც ახლა ბრიუსელში ხდება, – ამის ბრიუსელში „ევრონესტის“ სამიტზე მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. მისივე ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები არ დაშავებულან და მათთან დაკავშირებით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
“საშინელებაა ის, რაც ახლა ბრიუსელში ხდება. ტერორიზმი არის 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა და მასთან ბრძოლა მხოლოდ კულტურის, განათლების და დიპლომატიის გზით არის შესაძლებელი. „ევრონესტის“ საქართველოს დელეგაციის ყველა წევრი, ვინც ახლა აქ ვიმყოფებით, ბრიუსელში გადავრჩით და სამშვიდობოზე ვართ“,- წერს გუგული მაღრაძე.
შეგახსენებთ,რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ასევე იმყოფებიან: ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. მათთან ერთად არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები