ევროკავშირმა ბრიუსელის ტერაქტების გამო „ისლამურ სახელმწიფოზე“ მიიტანა ეჭვი

ევროკავშირი ეჭვობს, რომ ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტები „ისლამურ სახელმწიფოს“ უკავშირდება,- ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადება მომხდარი აფეთქებების შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმაც გააკეთა.
მისი თქმით, ეს მასშტაბური ტერაქტი იყო. „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ამ დრომდე არ აუღია.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტში 2 აფეთქება მოხდა, რასაც მოგვიანებით მეტროში აფეთქებაც მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები