შვედეთის პოლიციამ ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიის გამო, შვედეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა აეროპორტში უსაფრთოების ზომები გააძლიერა,- ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შვედეთის ძალოვანმა სტრუქტურამ გამოაქვეყნა.
„ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება. ქვეყნის ყველა აეროპორტში გავაძლიეროთ როგორც პოლიციელთა ცოცხალი ძალები. ისე უსაფრთხოების სხვა ზომები“. – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა აეროპორტებისა, განცხადებიდან ირკვევა. რომ უსაფრთხოება ძლიერდება სხვა საზოგადოებრივ ადგილებშიც, რომლებიც შესაძლოა, ტერორისტების საფრთხის ობიექტი გახდეს. შვედეთის გარდა, აეროპორტებში უსაფრთხოება ყირგიზეთმაც გააძლიერა. განცხადება გავრცელდა ესპანეთის მხრიდანაც, სადაც ქვეყნის მთავარი ადმინისტრაცია იტყობინება, რომ უახლოეს საათებში ესპანეთის აეროპორტებში ტერორიზმის საფრთხის გამო შესაძლოა, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები