საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ძიანსის პროვინციის გუბერნატორს, ლუ სინ შ-ს შეხვდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ფონდის დელეგაცია ჰონგ-კონგში გამართული საქმიანი შეხვედრების შემდეგ ოფიციალურ ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციაში აგრძელებს.
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს პროვინციის გუბერნატორისა და ადგილობრივი ბიზნესკომპანიების მიწვევით მართავს.
როგორც “კვირას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ფონდის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ძიანსის პოვინციის გუბერნატორს, ლუ სინ შ-ს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთ- საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს და ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პრსპექტივებს ეხება.
ოფიციალური დოკუმენტი საპარტნიორო ფონდსა და ძიანგსის პროვინციის ეკონომიკურ დეპარტამენტს შორის გაფორმდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ჩინეთის ექსიმბანკის ძილინის პროვინციის ფილიალის მენეჯმენტთან.
საუბარი შეეხო საქართველოში კერამიკული ფილების წარმოების შესაძლებლობას და სხვადასხვა სფეროში ინვესტირების საკითხს.
“ძიანგსის პროვნციაში, სადაც 42.200.000 ადამიანი ცხოვრობს ფონდის მენეჯმენტმა ორი ქალაქი მოინახულა. შეხვედრები გაიმართა პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგისა და სიდიდით მეორე ქალაქ ძიუძიაგნის მერებთან. საუბარი შეეხო თბილისსა და ძიანგძის პროვინციის ქალაქებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას”, – აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.
ქალაქ ძიუძიანგში საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ჩინეთში ქურთუკების წარმოების ყველაზე დიდი ქარხანა დაათვალიერა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის 60 %-ს აკმაყოფილებს.
ფონდის მენეჯმენტი ქალაქის მერთან ერთად ქარხნის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო ანალოგიური ქარხნის საქართველოში მშენებლობის სამომავლო პერსპექტივას. საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ძიანგსის პროვინციაში დაათვალიერა მშენებარე ქართული ღვინის სახლი, რომელსაც საპარტნიორო ფონდის პარტნიორი, ძიანგსის პროვინციის „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო კომპანია აშენებს.
კომპანიის სამომავლო გეგმებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია შედის. ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანია ქართული ღვინის სახლების მშენებლობას ჩინეთის რამდენიმე რეგიონში გეგმავს. ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ ბოაოს აზიურ ფორუმზე წარდგება. საერთშორისო ფორუმს მსოფლიოს ქვეყნების საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები