რუსეთის სასამართლოში ნადეჟდა სავჩენკოს მეორე დღეა განაჩენს უკითხავენ – ფოტოკოლაჟი

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკის სასამართლოში დღეს უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოსთვის განაჩენის წაკითხვა განახლდა. მოსამართლემ განაჩენის წაკითხვა 21 მარტს, ორშაბათს დაიწყო.
განაჩენში აღნიშნულია, რომ სავჩენკო, რომელსაც ერაყში მიმდინარე საომარ ოპერაციაში მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდა, უკრაინაში რუსი ჟურნალისტების დაღუპვის მომენტში შვებულებაში იმყოფებოდა და ის აღმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი ნებით გაემგზავრა.
სასამართლომ უარყო დაცვის მხარის ვერსია სავჩენკოს გატაცების და რუსეთის ფედერაციაში მისი უკანონო გადაყვანის შესახებ. განაჩენში წერია, რომ სავჩენკომ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რაც მოწმეეების ჩვენებებით დასტურდება.
ნადეჟდა სავჩენკოს 23-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ეს სასჯელი ბრალდების მხარემ მოითხოვა.
12721661_10205600676887872_554236750_n

12834868_10205600676927873_706869395_n

12895433_10205600676967874_1038747523_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები