ბრიუსელში მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს გამოეხმაურა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ბელგიის დედაქალაქში მომხდარს და ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიას. შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები