“ბრიუსელში განვითარებული მოვლენებით შოკირებული და შეშფოთებული ვარ”

ბრიუსელში განვითარებული მოვლენებით შოკირებული და შეშფოთებული ვარ. დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, – ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს.
“ბრიუსელში განვითარებული მოვლენებით შოკირებული და შეშფოთებული ვარ. დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია”, – წერს დევიდ ქემერონი ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში.
ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები მკაცრად დაგმო და ბელგიელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმაც.
“ამ საზარელი თავდასხმების შემდეგ ჩემი ფიქრები ბრიუსელთან და მის მცხოვრებლებთანაა. დარჩით უსაფრთხო ადგილას და ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყევით”, – წერს მარტინ შულცი ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად,, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი დაიღუპა და 35 სერიოზულად დაშავდა, – ამის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები