თამაზ მეჭიაური: ფარულ ვიდეოჩანაწერებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შოუს ხასიათს მიიღებს

ფარულ ვიდეოჩანაწერებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შოუს ხასიათს მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით აქტიურად მიდის მუშაობა საგამოძიებო ორგანოებში. მისი თქმით, ამ ეტაპზე არანაირი მოტივი არ არსებობის იმისა, რომ პროკურატურას უნდობლობა გამოვუცხადოთ.
“დავფიქრდეთ, ვინ უნდა შევიდეს ამ კომისიაში, არანაკლებ ნახევრისა, თუ მეტი არა, უნდა იყოს ახლანდელი ოპოზიცია, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილზე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი თუ ჩართულები არა, მინიმუმ ინფორმირებულები მაინც უნდა ყოფილიყვნენ ჩანაწერებთან, მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მეორე მხრივ, უნდა შევიდეს ნახევარზე ნაკლები უმრავლესობა, ამ უმრავლესობიდან ზოგიერთზე არსებობს ეჭვი, რომ გააჩნიათ ჩანაწერები. ეს კომისია უნდა შევქმნათ იმ ხალხისგან, – ერთი, რომელიც მინიმუმ თანაუგრძნობდა ამ ჩანაწერებს, მეორე, იმ ხალხით, რომლებზეც ეს კომპრომატები გააჩნიათ. რამდენად ობიექტური იქნება ასე შექმნილი კომისია? მე მიმაჩნია, რომ გაცილებით ობიექტური იქნება გამოძიება იქ, სადაც მიმდინარეობს”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები