რიჩარდ მაილსი: ბუშმა სააკაშვილს ორჯერ უთხრა – იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა, სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა

2004 წლის აგვისტოში, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის აღება სცადა – ამის შესახებ ამერიკის ხმის” ქართულენოვან გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა განაცხადა.
მაილსი აცხადებს, რომ აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს ორჯერ უთხრა, რომ იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა, სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელსაც შესაძლოა, რუსეთის საქართველოში შეჭრა მოჰყოლოდა.
ყოფილი ელჩის თქმით, ამან სააკაშვილი გარკვეული პერიოდით შეაჩერა.
“2004 წლის აგვისტოში, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის აღება სცადა. ეს ოპერაცია კარგად არ წარიმართა და ჯარმა მალევე უკან დაიხია, ამას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 2005 წლის მაისში, თბილისში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის მთავარი მიზანი მსგავსი შემთხვევის მომავალში თავიდან აცილება იყო..
ჩემი თანდასწრებით ბუშმა სააკაშვილს ორჯერ უთხრა, რომ იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა, სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელსაც შესაძლოა რუსეთის საქართველოში შეჭრა მოჰყოლოდა. ამან პრეზიდენტი სააკაშვილი გარკვეული პერიოდით შეაჩერა. მაგრამ მას და მისი მთავრობის წევრებს ყოველთვის სურდათ სამხრეთ ოსეთის შემოერთება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
მე სრულად ვეთანხმები ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებულ ანგარიშს. ყველამ, ვისაც კიდევ აქვს კითხვები აგვისტოს ომზე, ეს ანგარიში უნდა წაიკითხოს. ის ბრალს სდებს როგორც რუსულ, ასევე ქართულ მხარეს, და ნაწილობრივ ოსურ მხარესაც. რაც 2008 წელს ვნახეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის სრული კატასტროფა იყო. ამან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შანსები შეამცირა“,- აცხადებს რიჩარდ მაილსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები