შინაგან საქმეთა მინისტრი ბელარუს კოლეგას შეხვდა – ფოტოკოლაჟი

მინსკში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ შუნევიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისა და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს შს მინისტრმა ბელარუს კოლეგას სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, „დანაშაულს საერთოდ და კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულს, საზღვრები არ გააჩნია. ამდენად, სახელმწიფოების სამართლდამცავი ორგანოების მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის“.
ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი ბელარუსში თავს დაცულად გრძნობდეს და განვითარდეს. იგორ შუნევიჩმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული პოლიციის მაღალ სტანდარტს და ყურადღება გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მხარეები ორი ქვეყნის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორ სამინისტროს შორის „შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების არასრულწლოვანი ბავშვების გაჯანსაღების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
10402583_777050922396909_5002223794526623962_n
10399568_777050902396911_410913517997587154_n
944674_777050919063576_1993179072268440961_n
12107807_777050929063575_3058970732796565450_n
1930173_777050969063571_4156835557001304445_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები