ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია – პატრიარქი 

ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია. ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა, სადაც ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. 

„ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია. ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებსაც. ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან და როდესაც ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ჩვენში ამ ერთობას ერთმანეთთან და ღმერთთან და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად, რაც როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, არის ეკლესია. უფალმა ჩვენ გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა და ჩვენ გვმართებს ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა შიო მესამემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები