ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა

“საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა,”- ამის შესახებ „იმედის კვირაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გაკონტროლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ ვხედავდით ჩვენს მიერ მიღებული კანონის შესაბამისად ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები როგორ იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონებს და როგორ აღიარებენ, რომ უცხოური ჩარევა მათ რეალობაშიც არის სინამდვილე.

„ჩვენი საზოგადოება ხედავდა ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. შემდგომში დეტალურად ვიკვლევდით და ვააშკარავებდით, რომ ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“ აქტივისტი, ან პოლიტიკური აქტივისტი და ხშირ შემთხვევაში ორივე ერთი და იგივე ადამიანი იყო. ეს ადამიანები წლების მანძილზე სპეციალურად ტრენინგდებოდნენ, თუ როგორ შეელახათ მოხერხებულად ადამიანის ღირსება, როგორ დაემცირებინათ ეფექტურად ადამიანი და როგორ გაეხადათ ეს პროცესი არაჰუმანურ.

ჩვენ ვხედავდით ჩვენს მიერ მიღებული კანონის შესაბამისად ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები როგორ იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონებს და როგორ აღიარებენ, რომ უცხოური ჩარევა მათ რეალობაშიც არის სინამდვილე. ჩვენ ამ კანონის მიღებით დავიწყეთ საკვანძოდ მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის ბედს წყვეტს ქართველი ხალხი და არავითარ შემთხვევაში გარედან დაფინანსებული აგენტურა. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანის ღირსება, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული, აბსოლუტური და ფუნდამენტური უფლება უნდა იქნეს დაცული სახელმწიფოს მხრიდან “, – განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები