გიორგი ვოლსკი: ევროპული სტანდარტი ჩვენთვის უცვლელი დარჩა, თავად ევროპა შეიცვალა

“ევროპული სტანდარტი ჩვენთვის უცვლელი დარჩა, თავად ევროპა შეიცვალა. სტრუქტურული ცვლილების გარეშე ევროპული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ შეიცვლება,” – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარია, საზოგადოებამ მსხვილ მასშტაბში დაინახოს ეს პროცესები და არ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით. თუნდაც, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები რომ განვიხილოთ, არის ზანგეზურის დერეფანი რეალობა, რომელიც შეიძლება ხვალ ამუშავდეს? თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს სწორედაც იმ რეგიონში შემოსვლა სურს, რომელიც ხვალ იქნება გადამწყვეტი რამდენიმე დერეფანი იმისთვის, რომ აზია და დასავლური ბაზრები ერთმანეთს დაუკავშირდნენ? რეალურ გეოგრაფიულ მოცემულობაზე კონტროლი და გავლენა არის ამოცანა, რომელსაც არაერთი ქვეყანა ესწრაფვის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები