ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და „ალფა-პვპ“.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.