ვარლამ ლიპარტელიანი: ქვემო ქართლში ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა, ახალგაზრდებს მადლობა მინდა ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის
ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა ქვემო ქართლში. ახალგაზრდებს მადლობა მინდა ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ახალგაზრდებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ხედავენ თავიანთი კუთხის, ქალაქის განვითარებას.
„შეხვედრა იყო საქმეზე ორიენტირებული, იყო პრობლემურ საკითხებზე საუბარი, განსაკუთრებით ახალგაზრდულ სივრცეებზე დასაქმებასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევაში ამომწურავი პასუხი გავეცით, რიგ შემთხვევაში მიმდინარეობს პროექტირება და უშუალოდ მათი ჩართულობით განხორციელდება სამომავლოდ ეს პროექტები“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.