გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთში ახალი ელჩი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რევაზ გაჩეჩილაძე სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს პრეზიდენტმა ახალ ელჩს წარმატებებიც უსურვა. აღსანიშნავია, რომ გაჩეჩილაძე სხვადასხვა წლებში ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ასევე სომხეთის რესპუბლიკაში დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. გაჩეჩილაძეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1998 წელს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები