აშშ-ში რამდენიმე მილიონერმა მათთვის გადასახადების გაზრდის თხოვნით ხელისუფლებას მიმართა

ნიუ-იორკის შტატში მცხოვრებმა 40-მა მილიონერმა შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს და სხვა მაღალჩინოსნებს მათთვის გადასახადების გაზრდის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გადასახადების გაზრდის შედეგად ბიუჯეტში შესული დამატებითი თანხები ღარიბი ბავშვების და უსახლკაროების დახმარებას და საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. იმ პირთა შორის, ვინც წერილს ხელი მოაწერა, არიან სტივენ როკფელერი და უოლტ დისნეის ძმის შვილიშვილი – ებიჰეილ დისნეი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები