ერდოღანი – თურქეთი ტერორის ტალღამ დაფარა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე სერიოზულმა ტერორის ტალღამ დაფარა. თავის გამოსვლაში ერდოღანი სტამბოლის 19 მარტის ტერაქტს შეეხო და მოსახლეობას ტერორიზმის დამარცხების ახალი გზების მოძიებისკენ მოუწოდა. ამასთანავე, ერდოღანმა დაამატა, რომ ამ ბრძოლას არ უნდა მოჰყვეს მოქალაქეების თავისუფლებისა და დემოკრატიული უფლებების შეზღუდვა. თურქეთის პრეზიდენტმა დასავლეთის ლიდერები გააკრიტიკა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ხშირ შემთხვევაში თურქეთს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, ამასთანავე, ისინი „ქურთთა მუშათა პარტიას“ არ აკრიტიკებენ. ამ დაჯგუფებას თურქეთის ხელისუფლება მთელ რიგ შეტევებზე პასუხისმგებლობას აკისრებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტამბოლის 19 მარტის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები