პაკისტანში დაცვის თანამშრომელმა ბიჭი მოკლა, რომელსაც მონსტრის ნიღაბი ეკეთა

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში დაცვის თანამშრომელმა 11 წლის ბიჭი მოკლა, რომელსაც მონსტრის ნიღაბი ეკეთა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ყარაჩის პოლიციის ინფორმაციით, ბავშვს, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, დაცვის თანამშრომლის შეშინება უნდოდა და მას ჩუმად მიეპარა. ამ დროს დაცვის პოლიციელმა სროლა ატეხა. ბავშვი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაცვის თანაშრომელი დაპატიმრებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები