მოსკოვში ოპოზიციონერი მარკ გალპერინი დააკავეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, სამოქალაქო აქტივისტი მარკ გალპერიკი დააკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. როგორც თავად გალპერინი იუწყება, ის მოსკოვის ცენტრში უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი პლაკატით იდგა. გალპერინი მაშინ დააკავეს, როდესაც მასთან ორი პირი მივიდა და სავჩენკოს მხარდამჭერი შეძახილები დაიწყეს. ეს ადამიანები გალპერინთან ერთად დააკავეს. ოპოზიციონერს მიაჩნია, რომ ეს პირები იქ მიაგზავნეს და ეს პროვოკაცია იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები