პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი: სააკაშვილის მიზანია, პრემიერის თანამდებობიდან გაქურდოს უკრაინა

სააკაშვილის მიზანია, პრემიერის თანამდებობიდან გაქურდოს უკრაინა, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი დიმიტრი გოლუბოვი აცხადებს და საქართველოს ექსპრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებს.
“სააკაშვილს ოპოზიციაში წასვლა აუცილებლად მოუწევს. არ გამოვრიცხავ, ეს მის გეგმაშიც შედიოდეს და როგორც თითქოს დამოუკიდებელმა ძალამ, პრემიერობისთვის ოპოზიციიდან იბრძოლოს. მისი მიზანია, პრემიერის თანამდებობიდან გაქურდოს უკრაინა. პოროშენკო სააკაშვილს თავის მთავარ შეცდომად მიიჩნევს, უბრალოდ, ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს. ოფიციალური ვაშინგტონი მას კარგად იცნობს და ზურგს მხოლოდ ერთი ჯგუფი უმაგრებს, რომელსაც უკრაინის ქონებაზე უჭირავს თვალი. მაგალითად, ოდესის ოლქში მიხეილ სააკაშვილს პორტისა და კიდევ რამდენიმე მსხვილი კორპორაციის ხელში ჩაგდება უნდა“, – აცხადებს გოლუბოვი.
დეპუტატი არ გამორიცხავს,რომ უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. თუმცა მიიჩნევს, რომ ეს კეთილგონიერი გადაწყვეტილება არ იქნება. „არ გამოვრიცხავ, არჩევნები შემოდგომისთვის დაინიშნოს, მაგრამ ეს კეთილგონიერი გადაწყვეტილება არ იქნება… არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც, უკრაინის ხელში ჩასაგდებად სააკაშვილის გეგმა ჩაფლავდა. მას უკრაინა და უკრაინელი ხალხის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კი არ ანაღვლებს, საქართველოში რევანში სწყურია. ის საქართველოში დაბრუნებასა და იმ ადამიანებზე შურისძიებაზე ოცნებობს, რომლებმაც გამოაგდეს“, -აცხადებს გოლუბოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები