სააკაშვილი დნეპროპეტროვსკში წინდებში ჩატანებული შარვლით გამოჩნდა

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკის ანტიკორუფციულ ფორუმზე წინდებში ჩატანებული შარვლით მოვიდა. ამ ორიგინალური ჩაცმულობით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საზოგადოებრიობა გააოცა და სოციალურ ქსელებში ამ ფაქტის განხილვის საგანი გახდა.
ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქში წერს, რომ სააკაშვილი ქარიზმატულობით ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ წინდებში ჩატანებული შარვალი არის „მოდა, რომელიც მისთვის სრულიად გაუგებარია“. ტვიტერში წერენ, რომ სააკაშვილმა ახალი სტილის ტანსაცმელი წარმოადგინა. სააკაშვილის ჩაცმულობა განხილვის საგანი პირველად არ ხდება. ასე, მაგალითად, ის რამდენჯერმე გამოჩნდა საზოგადოებაში პიჯაკით, რომელიც აშკარად დიდი ჰქონდა.
12722125_10205590260387466_1528810892_n (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები