ისტორიული ვიზიტი – ბარაკ ობამა კუბაში ჩავიდა – ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით კუბაში ჩავიდა. ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტია „თავისუფლების კუნძულზე“ ბოლო 88 წლის განმავლობაში. თეთრი სახლის ბოლო ხელმძღვანელი, რომელიც კუბაში იყო ჩასული, კალვინ კულიჯია. ის კუბაში 1928 წელს იმყოფებოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ობამა კუბის დღევანდელ ლიდერთან, რაულ კასტროსთან მოლაპარაკებას გამართავს. ამასთანავე, კუბის ყოფილ ლიდერთან, ფიდელ კასტროსთან შეხვედრები არ იგეგმება. ჟურნალისტები წერენ, რომ კუბაში ბარაკ ობამას ჩასვლა აშშ – კუბის ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიუთითებს. Image copyright Getty Image caption წერს, რომ წელიწადნახევრის წინ ეს ვიზიტი წარმოუდგენელი იყო. რამდენიმე თვის წინ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები