პეტრე მამრაძე ვიდეოკადრებზე: მე ამ ყველაფერს ეჭვის ქვეშ ვაყენებ

მე ამ ყველაფერს ეჭვის ქვეშ ვაყენებ, რადგან თანამედროვე ტექნოლოგია ამის გაკეთების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, პეტრე მამრაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება სინამდვილის ექსპერტულ დონეზე დადგენას, გააჩნია, რა დონის გადაღება და რა დონის კადრებია. ეს რთული საქმეა.
„ისინიც კი, ვინც ამ კადრების გამოქვეყნებას გმობდნენ, პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია. ყველა გმობდა, მაგრამ ეჭვის ქვეშ არ აყენებდნენ, რომ წარმოდგენილ ჩანაწერებში ნამდვილად ის ადამიანია გამოსახული. მე ამ ყველაფერს ეჭვის ქვეშ ვაყენებ, რადგან თანამედროვე ტექნოლოგია ამის გაკეთების საშუალებას იძლევა. საკმარისია შეარჩიო შესაბამისი კომპლექციის ადამიანი, მერე გრიმიორი თავის საქმეს გააკეთებს. ოჯახის წევრიც ვერ გაარჩევს, ასეთ კადრებში მართლა ის ადამიანია თუ არა. ამიტომ მთელ მსოფლიოში არასოდეს იღებენ ასეთ კადრებს პირდაპირ დასტურად, რომ ეს ის ადამიანია. ფარულ ჩანაწერებს ნივთმტკიცებად არ იღებს სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჩანაწერები კეთდება სასამართლოს ნებართვით. რაც შეეხება სინამდვილის ექსპერტულ დონეზე დადგენას, გააჩნია, რა დონის გადაღება და რა დონის კადრებია. ეს რთული საქმეა. დასავლეთში იყო გამოხმაურება ამ სკანდალზე. იქ ყველგან ეწერა:
„როგორც ამბობენ“ (ანუ ამბობენ ისინი, ვინც ავრცელებენ ამ სიბინძურეს), ის ადამიანია გამოსახულიო. ამიტომ ყოველთვის ასე უნდა მივუდგეთ. მცირე პროცენტიც რომ იყოს იმისა, ეს ის ადამიანი არ არის, მაინც ასე უნდა მიუდგე, რადგან ალბათობა ხომ ყოველთვის არსებობს. ასეთ შემთხვევაში ალბათობები ძალიან მაღალია“, – აცხადებს მამრაძე.
მისივე თქმით, ფაბრიკაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევდა. „ფაბრიკაციები, გესმით? თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა ამის საშუალებას. ჟვანიას შესახებ „ჰაკიმ ფაშას“ კადრები გაიხსენეთ. ამიტომ არასოდეს არ უნდა თქვა დარწმუნებით, თუ არ არის შესაბამისი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. ჩემთვის ეს აპრიორი ასეა“, – აცხადებს მამრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები