სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკის სასამართლომ უკრაინელ პილოტს ნადეჟდა სავჩენკოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, – ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. სავჩენკოს უკრაინის ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე რუსი ჟურნალისტების დაღუპვაში ადანაშაულებენ. „ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავეა კორნელიუკის და ვოლოშინის მკვლელობაში, რაც ნინასწარი შეთქმულებით მოხდა“, – განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარემ ლეონიდ სტეპანენკომ. მან ასევე დაამატა, რომ სავჩენკომ რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. სავჩენკოს ადვოკატი მარკ ფეიგინი აცხადებს, რომ ის სასამართლოს განაჩენის შემდეგ კვლავ მშრალ შიმშილობას გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები