სტამბოლში ტერაქტის საფრთხის გამო საფეხბურთო მატჩი გააუქმეს

საფეხბურთო მატჩი თურქულ კლუბებს „გალათასარაისა“ და „ფენერბახჩეს“ შორის, რომელიც სტამბოლში უნდა გამართულიყო, ტერაქტის საფრთხის გამო გადაიდო. CNN Turk-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება თურქეთის სპეცსამსახურებმა იმ დროს მიიღეს, როდესაც მაყურებელი უკვე ტრიბუნაზე იყო შეკრებილი.
სტამბოლში უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გააძლიერეს, რაც თურქეთის უდიდესი ქალაქის ცენტრში, ისტიკლიალის ქუჩაზე 19 მარტს ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ოცზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის აშშ-ის ორი და ისრაელის სამი მოქალაქეა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები