არის თუ არა სამებაში გაჩენილი ხანძარი უბედურების მომასწავებელი?!

არის თუ არა სამებაში გაჩენილი ხანძარი უბედურების მომასწავებელი?! – ამ სათაურით გაზეთი „კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში, სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„სამებაში გაჩენილმა ხანძარმა მოსახლეობის ნაწილში, შეიძლება ითქვას, პანიკა გამოიწვია – ეს, ალბათ ცუდი ნიშანია, რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ჩვენს თავსო, – წერენ სოციალურ ქსელში. აღნიშნული ფაქტი რისი ნიშანია და რისი არა, ამაზე საუბარი რთულია, თუმცა გადავწყვიტეთ, ფაქტი მიხეილ ცაგარელთან ასტროლოგიურ ჭრილში განგვეხილა და გაგვერკვია, შეიძლება თუ არა ეს რაიმე განსაკუთრებულ ასტროლოგიურ პერიოდს უკავშირდებოდეს და, ზოგადად, უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს ფაქტებს უახლოეს მომავალში“, – წერს სტატიის ავტორი.
გამოცემასთან საუბრისას მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ წლის განმავლობაში ყველაზე აგრესიული პერიოდი სწორედ 20 მარტიდან იწყება, რადგან ვერძს მართავს მარსი, ომის მმართველი პლანეტა, ამიტომ, მისი თქმით, თანდათან სულ უფრო მეტად, მათ შორის მსოფლიოში, მოიმატებს უფრო აგრესიულობისა და სხვადასხვა უსიამოვნების ტენდენცია.
“რა მოხდა სამებაში და რატომ, ამაზე, ალბათ, მოძღვრებმა უნდა გასცენ კონკრეტული პასუხი, მაგრამ ასტროლოგიური კუთხით, 20 მარტს ჩვენ გვაქვს ახალი ასტროლოგიური წელიწადი – მზე შევიდა ვერძის, ყველაზე აგრესიულ ზოდიაქოში. წლის განმავლობაში ყველაზე აგრესიული პერიოდი სწორედ 20 მარტიდან იწყება, რადგან ვერძს მართავს მარსი, ომის მმართველი პლანეტა, ამიტომ თანდათან სულ უფრო მეტად,მათ შორის, მსოფლიოში, მოიმატებს უფრო აგრესიულობისა და სხვადასხვა უსიამოვნების ტენდენცია. მით უმეტეს, ჩვენ ახლა 22-23 მარტს გვაქვს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება, უმძიმესი დღეები,რომლის დროსაც ყველა სახის კატაკლიზმებმა და პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი როგორც ადამიანის შიდაფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ასევე გარე მოვლენების კუთხით. ამიტომ უახლოესი რამდენიმე დღე ნამდვილად რთულია, ყურადღება ესაჭიროება ჯანმრთელობას, ტექნიკურ გამართულობას და ბევრ სხვა საკითხს,რამაც შეიძლება იჩინოს თავი ამ დღეების განმავლობაში. ამ მხრივ კი, ეს პერიოდი ნამდვილად რთულია“,- აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები