ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში ნაზარბაევის პარტიამ გაიმარჯვა

პოლიტიკურმა პარტიამ „ნურ ოტანმა“, რომელსაც ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ედგა სათავეში, ყაზახეთის პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „ნურ ოტანმა“ ამომრჩეველთა ხმების 82,15% მიიღო. პარტია „აკ ჟოლმა“ და ყაზახეთის კომუნისტურმა პარტიამ 7%-იანი ბარიერი გადალახა, რაც პარლამენტში გასასვლელად საკმარისია. „აკ ჟოლმა“ 7,18% მიიღო, ხოლო ყაზახმა კომუნისტებმა – 7,14 %. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ყაზახეთის ქვედა პალატაში კვლავ სამი პარტია იქნება წარმოდგენილი. ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები 20 მარტს გაიმართა. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები