თემურ თათარაშვილი მინისტრს მიმართავს – მაინცდამაინც „შავი“ უნდა ვიყო, რომ დამაფინანსონ?

„რა მიზეზით მითხარით უარი კონცერტის დაფინანსებაზე“ – ამ კითხვით მიმართავს მომღერალი თემურ თათარაშვილი საქართველოს კულტურის მინისტრს.
როგორც თემურ თათარაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხდებს, კულტურის სამინისტრომ მისი საიუბილეო კონცერტის ჩატარებაზე თავდაპირველად თანხმობა მიიღო, თუმცა ორი დღის შემდეგ უარი მიიღო.
მისი თქმით, მან საიუბილეო კონცერტის შესახებ უცხოეთში მეგობრებს შეატყობინა და უმრავლესობა საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა.
„იცით, როგორ მრცხვენია ჩემი მეგობრების მოსკოვში, ვინც იცოდა, რომ თბილისში ჩემი საიუბილეო კონცერტი უნდა გამართულიყო?! როგორ უნდა ავუხსნა მათ, რომ კულტურის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი მითხრა?! გერმანიაში დირიჟორს ბილეთიც კი ჰქონდა ნაყიდი თბილისში წამოსასვლელად. შეურაცხყოფილი ვარ ამ ყველაფრით. კულტურის სამინისტროსგან ვითხოვდით დარბაზის, აპარატურისა და განათების უზრუნველყოფას. ამის თაობაზე სამინისტროს ღონისძიების ორგანიზატორმა – საქართველოს კულტურის პალატამ მიმართა.
თავდაპირველად თანხმობა თქვეს, ორიოდე დღის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს და უარი განაცხადეს. კონცერტს ქალაქის მერია აფინანსებდა. მაინცდამიანც „შავი“ უნდა ვიყო, რომ დამაფინანსონ? ამ ჯაზს უნდა ვმღეროდე, თუ რა ხდება? საქართველოში სხვამ არ უნდა იმღეროს?! “ – აცხადებს თემურ თათარაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები