სალომე ზურაბიშვილი: სექსზე ლაპარაკით ნუ ვცდილობთ, კარგ ტიპებად წარმოვჩნდეთ

პრეზიდენტის განცხადება ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი იყო, – ასე აფასებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, “საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ კადრებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
“კადრების გავრცელება მიუღებელია. ამ ამაზრზენი ქმედებებით ზარალდებიან იმ ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებზეც კადრები ვრცელდება, მაგრამ არც ის არის წორი, როცა ამ ადამიანებს გმირებად ვაქცევთ. პრეზიდენტის განცხადება, საერთოდ, ამ ინსტიტუტისა და მთლიანად ქვეყნის შეურაცხყოფა იყო. სექსზე ლაპარაკით ნუ ვცდილობთ, კარგ ტიპებად წარმოვჩნდეთ, თითქოს დანარჩენი საზოგადოება ჩამორჩენილია და არ იცის, რა არის სექსი.
როდესაც საჯარო სამსახურში მიდიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. სხვათა შორის, კარგად მახსოვს, სანამ რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დავიწყებდი, ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ტრენინგი ჩაგვიტარა. გვითხრეს, ცარიელი ფურცლის ერთ მხარეს, რომელსაც არავის აჩვენებთ, თქვენი დადებითი თვისებები ჩამოწერეთო, მეორე მხარეს კი ცხოვრების ის დეტალები, რაც შეიძლება ოპონენტებმა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონო. ქაღალდი კარგად შეინახეთ და ერთი დღის შემდეგ გადაათვალიერეთ, გიღირთ თუ არა პოლიტიკური კარიერის დაწყებაო. ეს სწორი რჩევა გახლდათ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები