სასამართლოში დღეს ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენის წაკითხვა დაიწყო

რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლოში დღეს უკრაინელი ოფიცრის, ნადეჟდა სავჩენკოსთვის განაჩენის გამოტანის წაკითხვა დაიწყო. სავჩენკო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტებმა ტყვედ 2014 წლის ივნისში აიყვანეს. პროკურატურა მისთვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მოსამართლემ განაჩენის წაკითხვის თარიღებად 21 და 22 მარტი დაასახელა, ასე რომ, ის, სავარაუდოდ, უკვე ხვალ გახდება ცნობილი. თავად სავჩენკოს და მის ადვოკატებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სასამართლო მათ გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, თუმცა, დაცვის მხარის განცხადებით, მათ სავჩენკოს უდანაშაულობა დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები