პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე სასჯელის გამკაცრება იგეგმება

პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე შესაძლოა სასჯელი გამკაცრდეს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც ესწრებოდა.
როგორც ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პირადი და ოჯახური საიდუმლობის სივრცე უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული და სასჯელი უნდა გამკაცრდეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით კი, მომზადდება პროექტი, რომელიც თუ რაიმე ხარვეზია, ან გასაუმჯობესებელია რეგულარციების კუთხით, ამ ხარვეზებს აღმოფხვრის და ახალ მიდგომებს გაითვალისწინებს, რაც ადამიანის პირად ცხოვრებას უფრო მეტად დაიცავს.
თამარ ქალდანის თქმით, შეჯერება მოხდა საინტერესო ვერსიაზე, რომელიც შემდგომ განხილვებსაც მოიცავს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები