„აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც უკანასკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც უკანასკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ თურქი ხალხი გამონახავს ძალას და გაუმკლავდება ამ განსაცდელს. დარწმუნებული ვარ, თურქეთის მთავრობა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად საერთო ძალისხმევით შეაჩერებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ ამ უსასტიკეს დანაშაულს”, – ნათქვამია
გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები