ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

    ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე “ვალე” და “სარფი” რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, “ვალეში” თურქეთის მხრიდან შემოვიდა კანადის მოქალაქე რ.შ., რომელსაც ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი “ტრამადოლი” (14,5 აბი).
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ადიგენის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას. 10 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი “დიაზეპამი”, 20 აბი ნარკოტიკული საშუალება “დიფენოქსილატი” და 10 აბი ფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი “კოლდაქსი” აღმოჩნდა ირანის მოქალაქე ა.ფ.-ის ბარგში, ხოლო ირანის მოქალაქე კ.მ.-ს 7 აბი სამედიცინო პრეპარატი “კოლდაქსი”(ფსევდოეფედრინი) და 8 აბი ნარკოტიკული საშუალება “დიფენოქსილატი” შემოჰქონდა მალულად. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას. “სარფის” კონტროლის ზონაში დააკავეს თურქეთის მხრიდან შემოსული ირანის მოქალაქე ზ.მ., რომლის ბარგის დათვალიერებისას მებაჯე ოფიცრებმა მედიკამენტი აცეტამინოპჰენ ცოდეინე 300/10 (10აბი) აღმოაჩინეს. აღნიშნული საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატრულო პოლიციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები