აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს რუსეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რუსეთის ტერიტორიაზე და, კერძოდ, მოსკოვში, მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ.
ამის თაობაზე „რია ნოვოსტის“ რუსეთში, შეერთებული შტატების საელჩოში აცნობეს.
შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ დღეს გამოაქვეყნა.
„ჩვენი საელჩოები მთელ მსოფლიოში რეგულარულად აცნობენ ინფორმაციას ამერიკის მოქალაქეებს, რომელიც მათ უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა აშშ-ის საელჩოს პრესმდივანმა უილიამ სტივენსმა.
„არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რომ ტერორისტები ევროპაში აქტიურად გეგმავენ თავდასხმებს, მათ მიზნებში შეიძლება რუსეთი და, განსაკუთრებით, მოსკოვი შედიოდეს. ტერორისტული თავდასხმების ობიექტი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ისეთები როგორიცაა რესტორნები, ტურისტული ღირშესანიშნაობები და ავტოტრანსპორტი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები