პუტინმა კარასინი ახალ თანამდებობაზე დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს მიერ რუსეთთან, დსთ-სთან და „სამხრეთ ოსეთთან“ სახელმწიფო საზღვრის რატიფიკაციის კანონპროექტის განხილვის სპეცწარმომადგენლად გრიგორი კარასინი დანიშნა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტპორტალზეა გამოქვეყნებული.
ცნობისთვის, გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები