თურქეთის დიარბაკირის პროვინციაში პოლიციამ ბომბი გააუვნებელყო

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიარბაკირის პროვინციაში პოლიციამ ბომბის გაუვნებელყოფა მოახერხა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობასთან გაჩერებულ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. ბომბი 150 კილოგრამს იწონიდა.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ანკარის ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა“ აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები