დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის კვირეული – ფოტოკოლაჟი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს. მინისტრმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში თანამედროვე ფოტოგრაფების მიერ გადაღებული დაუნის სინდრომის მქონე პირთა პორტრეტების გამოფენა დაათვალიერა. გამოფენაზე 26 ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის გარდა, იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამოფენის დათვალიერების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დაუნის სინდრომის მქონე პირების მხარდასაჭერად, „მზის შვილების“ სიმბოლოდ ქცეული ფერადი წინდებით ფოტო გადაიღო.
კვირეულის ფარგლებში, ფოტოგამოფენასთან ერთად, კონფერენციაც გაიმართა, რომელზედაც დაუნის სინდრომის მქონეთა პრობლემებზე იმსჯელეს. კონფერენციას სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დაუნის სინდრომის კვირეული 13-21 მარტს აღინიშნება. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. წლევანდელი საერთაშორისო სლოგანია „ჩემი მეგობრები − ჩემი გარემოცვა“ − ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობა დღევანდელი ბავშვისა და მომავალი ზრდასრულისთვის.
993562_939744699407445_705367302228982515_n
10301200_939744712740777_5202880175659120689_n
10401972_939744756074106_1866369298834658887_n
12832292_939744809407434_3455005838569310709_n
10987655_939744859407429_721871571128978193_n
12278940_939744949407420_1421377595282872584_n
1923899_939744962740752_4304386424384389442_n
1917517_939745032740745_3030491601847713641_n
10152605_939745236074058_6342841012354389149_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები