კობალაძე ფარულ ჩანაწერებზე: ვერ დავაზღვევდით, რომ ვინმეს არ „გადაეკოპირებინა“ ეს ფაილები

გენერალი კობა კობალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს გამოეხმაურა. კობალაძის თქმით, კონკრეტული დაინტერესებული მხარეები ან პირები, დღევანდელი პროცესებით მართული ქაოსის გამოწვევას ცდილობენ. საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ დამნაშავე პირები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ. რაც შეეხება კადრების გავრცელების პრევენციას, კობალაძის განცხადებით, საქართველოში ინტერნეტი თავისუფალი სივრცეა და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი ინტერნეტწვდომის სივრცე სასტუმროში, რესტორნებში…
მისივე განმარტებით, სახელმწიფო ვერ დააზღვევდა იმას, რომ არსებული ფირების „კოპირება“ არ მომხდარიყო.
„მე ვგმობ ამ ფაქტებს, ადამიანის პირადი ცხოვრება სხვას არ ეხება. ამავე დროს, ვგმობ ყოველგვარ ამორალურ ქმედებას. დღევანდელი პროცესებით მართული ქაოსის გამოწვევას ცდილობენ. ეს ყველაფერი სპონტანურად არ ხდება. ხელისუფლების ბრალი არ არის ის, თუ ვინმეს მორალთან აქვს პრობლემა. ხელისუფლების ვალდებულებაა, გაატაროს პრევენციული ზომები და ეს მექანიზმი ჩართულია, მაგრამ ინტერნეტსივრცე საკმაოდ ხელმისაწვდომი არეალია.
ჩვენ არ ვართ დახურული სახელმწიფო, სადაც კონტროლდება ინტერნეტსივრცე. არის სახელმწიფოები, სადაც ინტერნეტთან წვდომა ყველას არ გააჩნია. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი ინტერნეტწვდომის სივრცე სასტუმროში, რესტორნებში… ის, ვინც ხელყოფს ადამიანის პირად ინფორმაციას, დაისჯება. ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ მათ მიმართ სასჯელი გამკაცრდეს. გარდა ამისა, იმ შემადგენლობის ლუსტრირება უნდა მოხდეს, ვისზეც შეიძლება გარკვეული სახის ზეწოლა იყოს განხორციელებული. სახელმწიფომ ამაზე თავისი პოზიცია გამოხატა, როდესაც ოფიციალურად გაანადგურა ფარული ჩანაწერები. სახელმწიფო ვერ გააკეთებდა იმის პრევენცირებას, რომ ვიღაცას შეიძლებოდა ამ მასალებზე წვდომა ჰქონოდა. ამას აკეთებდა არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელი სამსახურებრივი სისტემები იყო ჩართული. ამიტომ ვერ დავაზღვევდით, რომ ვინმეს არ „გადაეკოპირებინა“ ეს ფაილები“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები