დავით ბაქრაძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ ევროპარლამენტში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, მარია გაბრიელთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს. მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის გეგმით (VLAP) გათვალისწინებული რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და მიღწეულ პროგრესს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა შეფერხების გარეშე დასრულდება.
10639370_1016452858404238_2728796311572731910_n 74988_1016452908404233_3156718354278340732_n 12065784_1016452911737566_8580456417064904734_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები